რა არის დღეს-დღეობით მოდაში?
ადამიანები, რომლებსაც ინდივიდუალიზმი ახასიათებთ, ყოველთვის ცდილობენ ჯერ საკუთარი სტილი შექმნან და შემდეგ შეინარჩუნონ. მსოფლიო ტენდენცაც ამას გვკარნახობს – ვიყოთ ინდივიდუალურები ჩაცმულობაში, ვიყოთ სტილურები, ყოველივე ეს, კი ტანსაცმლის სწორი შეხამებითა ზოგს მიაჩნია, რომ თბილისმა წარმატებით აუწყო ფეხი თანამედროვე მოდას, ზოგის აზრით კი ეს მხოლოდ მცდელობაა და საერთოდ, არსებობს კი თბილისში მოდა?
თბილისში ყოველთვის ჭარბობს მუქი ფერი, ძირითადად უბრალოდ მუქი კი არა – შავი. მართალია ითვლება, რომ ეს ფერი ადამიანის სხეულს მოხაზულობას სძენს და ვიზუალურად ახდუნებს, მაგრამ მისი ყოველთვის და ყველას მიერ ისეთი ჭარბი გამოყენება, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, უკვე ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. ვერ ვიტყვი რომ დღესდღეობით ამ მხრივ საქმე ბევრად გამოსწორდა, მაგრამ თბილისში ისეთი ხალხიც დადის, რომლებიც სხვა ბაზისური ფერების გამოყენებას ცდილობს და მათი კომბინირებით ერიდება შავს. არც ისაა საჭირო გარშემომყოფები ფერთა სიმრავლით გავაკვირვოთ, უნდა გვახსოვდეს მოდის წესები და ჩაცმისას სამ ფერზე მეტი არ გამოვიყენოთ.ნელ-ნელა, სამოსში აბსტრაქტული ორნამენტების გამოყენებაც იძენს. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ქართველების უმრავლესობას აქსესუარების გამოყენება არ უყვარს, არადა თამამ კომბინაციას, რომ მოდური აქსესუარი დავუმატოთ, გამოგვივა განსხვავებული და თავდაჯერებული L სახე რომელიც ჩვენს თამამ და ინდივიდუალურ სტილს გაუსვამს ხაზს.
აქსესუარებს მოდურ იერარქიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. კონტრასტული აქსესუარების გამოყენება საკუთარი, მოდური სტილის შენარჩუნებაში გვეხმარება. მისი შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ტანისამოსი, რომელთანაც მის ტარებას ვაპირებთ, რადგან ერთგემოვნებიანად შერჩეულ აქსესუარს, თავისუფლად შეუძლია ჩვენი გარეგნობა რადიკალურად შეცვალოს.
ერთმანეთის მიბაძვა, ერთი და იგივე ტანსაცმლისა, სტილისა თუ მატერიის ამოჩემება ალბათ ყველგანაა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მაინც უფრო გამძაფრებულად არის. უნდა გვახსოვდეს, რომ მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება და შენი ინდივიდუალობის გამოხატვაში გეხმარება. პირადად მე მიკვირს, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ერთ დღეს ერთ ადამიანზე ნახონ ბეწვის ჟილეტი და მეორე დღეს ვინც ნახა ყველამ ზუსტად იგივე ამოიჩემოს?
ერთის მხრივ, კარგია ჩვენი მონდომება, ვცდილობთ ფეხდაფეხ ავყვეთ მოდის ინდუსტრიის ჩქარ რითმს, მაგრამ მაინც გვაკლია მრავალფეროვნება და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ჩვენი დედაქალაქი დიდი ნამდვილად არაა, ადვილი შესამჩნევი და თვალში მოსახვედრიც კია ერთნაირად ჩაცმული ხალხი.

არადა, ხომ ყველას გვაქვს საკუთარი ხედვა და უნდა გვახსოვდეს, რომ განუმეორებელი სტილის შერჩევა მოდური ტენდენციებისა და საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით ხდება. მთავარია არ მოვექცეთ ჩარჩოებში, გასაქანი მივცეთ საკუთარ ფატნაზიას, ეს კი საშუალებას მოგვცემს მასისგან გამორჩეულად და განსხვავებულად გამოვიყურებოდეთ.
ასე რომ, ვფიქრობ სჯობს ქართველებმა მოდის ბოლო ტენდენციებს საკუთარი ინდივიდუალიზმი შევუხამოთ და გვახსოვდეს რომ მოდა თამაშივითაა, ამ თამაშს კი იგებს ის, ვინსაც საკუთარი სტილი აქვს.წყარო
ასე რომ, ვფიქრობ სჯობს ქართველებმა მოდის ბოლო ტენდენციებს საკუთარი ინდივიდუალიზმი შევუხამოთ და გვახსოვდეს რომ მოდა თამაშივითაა, ამ თამაშს კი იგებს ის, ვინსაც საკუთარი სტილი აქვს.წყარო
No comments:
Post a Comment