მოდის ისტორიიდან ბრენდები

მსოფლიოში მრავალი ბრენდი არსებობს, თითოეულ მათგანს თავისი ნიშა უჭირავს მოდის სფეროში და სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი. შემოგთავაზებთ ინფორმაციას Miu Miu-ს, ALDO-ს, Balmain-ის და Alexander McQueen-ის ბრენდების ისტორიაზე. 
მოდის ისტორიიდან: ბრენდები
Miu Miu წარმოადგენს ერთერთი უმსხვილესი მოდის სახლის Pradaს შვილობილ ბრენდს. იგი დაარსდა 1992 წელს. თავიდან ბრენდის კოლექციები ძირითადად ორიენტირებული იყო ახალგაზრდა აუდიტორიისთვის, ფასები კი არ იყო ძვირი და მიუწვდომელი, ხარისხი კი სავსებით დამაკმაყოფილებელი. მოდური ტანისამოსის გარდა, ბრენდი ასევე უშვებს აქსესუარებს, საიუველირო ნაკეთობებს და ფეხსაცმელს. ბრენდის მაღაზიები მდებარეობს - ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, ჩრდილო ამერიკაში და აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში.ბრენდს ასევე აქვს ინტერნეტ მაღაზიები , რომლებიც ყელმისაწვდომია შემდეგი ქვეყნებისთვის - ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსენბურგი, მონაკო, ნიდელნადები, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია , დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ჩინეთი.
მოდის ისტორიიდან: ბრენდები
კანადური ბრენდი ALDO, რომელიც დაკავებულია მოდური აქსესუარების და ფეხსაცმლის გამოშვებით, დაარსდა 1972 წელს. ბრენდმა მალევე შეიძინა მუდმივი მომხმარებელი, რამაც განაპირობა ბრენდის წარმატება და ის, რომ იგი დღესდღეობით ერთერთი ლიდერი კომპანიაა. 1978 წელს, მონრეალში ოფიციალურად გაიხსნა ბრენდის პირველი მაღაზია. 1993 წელს კი ბრენდი გამოდის მსოფლიო ასპარეზზე და ხსნის პირველ მაღაზიას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგვიანებით კი მისი მაღაზიები მთელს მსოფლიოში იხსნება. ALDOს მაღაზიები, რომელთა რაოდენობაც დღესდღეობით 800ია, მდებარეობს 40 ქვეყანაში. 1972 წლიდან ბრენდი არ არღვევს მის ტრადიციას და სთავაზობს მის ერთგულ მომხმარებლებს მოდურ და ხარისხიან ფეხსაცმელს და აქსესუარებს.
მოდის ისტორიიდან: ბრენდები
ფრანგული მოდის სახლი Balmain, დაარსებული იქნა 1945 წელს , როდესაც Pierre Balmain მა გახსნა მისი პირველი მაღაზია პარიზში, ფრანსუა I - ის ქუჩაზე. ამავე წელს პიერის მიერ წარმოდგენილი იქნა მისი პირველი კოლექცია ქალბატონებისთვის. ბრენდი ძალიან მალე გახდა პოპულარული. ბრენდის მუდმივი კლიენტები გახდნენ - ვივიენ ლი, ბრიჯიტ ბორდო, მარლენ დიტრიხი, სოფი ლორენი და მრავალი სხვა ვარსკვლავი. ახლა კი ბრენდის კრეატიული მმართველი გახლავთ Olivier Rousteing , რომელმაც დაიკავა თანამდებობა 2011 წელს და შეცვალა Christophe Decarnin. ტანსაცმელთან ერთად ბრენდი ასევე გვთავაზობს პარფიუმერიას, აქსესუარებს და ფეხსაცმელს. 
მოდის ისტორიიდან: ბრენდები
დიზაინერი, Alexander McQueenდაიბადა 1970 წელს. ბავშვობიდან იგი ოცნებობდა გამხდარიყო დიზაინერი, რისი წყალობითაც უკვე 16 წელია რაც მას და მის ბრენდს მთელს მსოფლიოში სცნობენ. 1991 წელს მან დაამთავრა წმინდა მარტინის ხელოვნების ინსტიტუტი. რის შემდეგაც მუშაობდა იაპონელ დიზაინერთან სახელად Koji Tatsuno. 6 წლის შემდეგ დიზაინერმა დაიკავა არტ დირექტორის ადგილი , მოდის სახლ Givenchy ში და ჩაანაცვლა ჯონ გალიანო. 2001 წელს მან გამოუშვა მისი საკუთარი მარკა. ბრენდის კოლექციები ყოველთვის გამოირჩევიან ეპატაჟურობით და ექსტრავაგანტულობით. მისი კოლექციები ხალხსი ელეგანტურობით ხიბლავდა. 2011 წლის 11 თებერვალს ალექსანდერ მაქქვინის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა და მოდის სახლში მისი ადგილი დაიკავა სარა ბარტონმა. დღესდღეობით ამ მარკის ქვეშ გამოდის - ტანისამოსი, აქსესუარები, ფეხსაცმელი და პარფიუმერია.წყარო

No comments:

Post a Comment